მთავარი » სტატიები » Мои статьи

ქართული არმიის დაფინანსება 100 მლნ ლარზე მეტით მცირდება
აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იკლებს


2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს ქვეყნის სამხედრო ხარჯები შეიძლება 660 მლნ ლარით განისაზღვროს. ეს ციფრი საბოლოო არ არის და წლის ბოლომდე, ალბათ, დაზუსტდება, ისევე, როგორც მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი.

თუკი სამხედრო ბიუჯეტის პროექტი დიდად არ შეიცვალა, გამოდის, რომ მომავალ წელს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე 108 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯება.
სამხედრო ბიუჯეტის შემცირების ტენდენციას 2008 წლის აგვისტოს ომმა დაუდო სათავე. 2004 წლიდან ქართული არმიის დაფინანსება ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდებოდა და 2008 წლისთვის თითქმის ერთ მლრდ დოლარს მიაღწია.

იმ დროისათვის ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, რადგან სამხედრო ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ს მიუახლოვდა; ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია, რადგან ქვეყნების უდიდესი ნაწილისთვის ეს მაჩვენებელი 2%-ს არ აღემატება.

მიუხედავად უზარმაზარი დანახარჯისა, აგვისტოს ომში ვერც ქართულმა არმიამ გაიმარჯვა და ქვეყანაც ნაწილობრივ ოკუპირებული დარჩა.
რა თქმა უნდა, ამაში მარტო არმიის დადანაშაულება პოლიტიკური ნიუანსების გათვალისწინების გარეშე სწორი არ იქნებოდა,  მაგრამ ისიც ძალიან სამწუხაროა, რომ ასე დაფინანსებული არმიის შეიარაღებისა და აღჭურვილობის არც ისე მცირე ნაწილი მოწინააღმდეგემ ალაფის სახით ჩაიგდო ხელში.

სამხედრო ბიუჯეტი, ისევე როგორც მთლიანად ქვეყნისა, გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ივსება, ამიტომ საზოგადოებას აინტერესებს, რამდენად ეფექტურად იხარჯება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად მათ მიერ ყოველთვიურად გაღებული თანხა. ამ კითხვაზე ობიექტური პასუხის გაცემა მხოლოდ კონტროლის პალატას შეუძლია მიუკერძოებელი შემოწმების შემდეგ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ეს ფანტასტიკის სფეროა, რადგან მას ობიექტური ფინანსური შემოწმების საშუალებას არც თავდაცვის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროებში მისცემენ სრულიად გასაგები მიზეზების გამო.

არადა, მართლაც რომ ჩატარებულიყო ასეთი მიუკერძოებელი შემოწმება, თავად პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც შეძრწუნდებოდა იმ ფინანსური დარღვევების მასშტაბებით, რაც წლების განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში ხდება. ეს დარღვევები ძირითადად ეხება საწვავის, სურსათის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის შესყიდვებს, მშენებლობებსა და სარემონტო სამუშაოებს.

ამის მნახველ პრეზიდენტს, ალბათ,  ძალოვანი სტრუქტურების ბიუჯეტის კიდევ უფრო შემცირების სურვილი გაუჩნდებოდა...
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 705 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz