ოციდი
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მოქცეული ქართული სოფლების
გამორჩევა კოსმოსიდან ადვილია - ყველა სახლი გადამწვარია...
ინტერნეტრუკა
Google Map-მა ცოტა ხნის წინ განაახლა ცხინვალის რეგიონის კოსმოსური
ფოტოები, რამაც რიგით ინტერნეტმომხმარებელსაც დაანახა, თუ როგორი გენოციდი
მოუწყვეს 2008 წლის აგვისტოდან ოსურმა და რუსულმა მხარეებმა მშვიდობიან
ქართველ მოსახლეობას.
ყველაზე თვალსაჩინოდ ეს პატარა ლიახვის ხეობის
ქართულ სოფელ კეხვში ჩანს. სოფლის ჩრდილოეთი ნაწილი წარმოდგენილია ისევ
2007 წლის 26 ივლისს გადაღებული კოსმოსური ფოტოსურათით, რომელზეც საღი
შენობები მოჩანს, სულ რაღაც ათიოდე მეტრში კი იწყება 2009 წლის 19
ოქტომბერს (ანუ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ) კოსმოსიდან გადაღებული
მწარე რეალობა - სოფელ ქურთის გადამწვარი სახლები.
ასეთივე საშინელი
სურათია პატარა ლიახვის ხეობის სხვა სოფლებშიც, მათ შორის - აჩაბეთსა და
თამარაშენში. ეს ის ადგილებია, სადაც საბრძოლო მოქმედებები თითქმის არ
ყოფილა და ვერავინ გაამართლებს სახლების გადაწვას საბრძოლო შეტაკებებით.
ყველამ
კარგად იცის, რომ ოსურ მხარეს ჰყავდა სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ქართულ
სოფლებს წვავდნენ, რათა იძულებით გადაადგილებული ქართველებისთვის უკან
დასაბრუნებელი გზა მოეჭრათ.
ასეთივე მძიმე სურათია დიდი ლიახვის
ხეობაშიც. ერთ დროს ძლიერი ქართული სოფელი ერედვი აღარ არსებობს, ისევე
როგორც გადამწვარია ფრონეს ხეობის ქართული სოფლების დიდი ნაწილი.
ქართველების
გენოციდის შემდეგ კოსმოსიდან კარგად ჩანს, თუ როგორ განსხვავდება ქართული
სოფლები ოსურისგან - ქართულ სოფლებში არც ერთ სახლს სახურავი არ შერჩენია,
მხოლოდ კედლების ჩონჩხებიღა დარჩა.