დღეს, 17 იანვარს, ევროსაბჭოს შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. რუსული
მედიის ცნობით, ევროსაბჭოს საპარლემენტი ასამბლეა ქართულ-რუსულ დოსიეზე
მოსმენას გამართავს.
მოსმენაზე რუსეთის მხრიდნ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო
საქმეთა კომიტეტის თავჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვი და სხვა რუსი დეპუტატები
იქნებიან წარმოდგენილები.
როგორც რუსულ მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსული
დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ლეონიდ სლუცკი განმარტავს, მოსმენაში
მონაწილეობას საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე მევლუთ ჩავუშოღლუ,
რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო
კომისიის ხელმძღვანელი ჰაიდი ტალიავინი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა
საკითხებში უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი, ევროკავშირისა და
ევროსაბჭოს სხვა წარმომადგენლებიც მიიღებენ.
|