მთავარი » სტატიები » Мои статьи

ეკზოჩონჩხი XOS 2

ახალი ეკზოჩონჩხი კარგია,მაგრამუკეთესიც შეიძლებოდა.


ამერიკულმა კომპანია Raytheon-მა მეორე თაობის ეკზოჩონჩხი XOS 2-ზე მუშაობა დაასრულა. უწინდელთან შედარებით, ახალი ვერსია უფრო გამძლეა და მაღალი ტვირთამწეობით გამოირჩევა. ამასთან,  XOS 2-ს ადამიანის მოქმედებებზე უფრო სწრაფი რეაქცია აქვს და მისგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.

რობოტიზირებული კოსტიუმი  XOS 2, პირველ რიგში, სამხედრო ლოჯისტებს გამოადგებათ, რომლებსაც სხვადასხვა ტვირთის ტრანსპორტირება უხდებათ.ეკზოჩონჩხს ასევე წარმატებით აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ტექნიკური პერსონალი გამოიყენებს, რომლებსაც გაფრენის წინ თვითმფრინავის შეიარაღებით აღჭურვა ევალებათ. კოსტიუმი მისწრება იქნება საველე პირობებშიც, როდესაც სატვირთო ტექნიკური საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.

Raytheon-მა, როგორც პირველი მოდელის შემთხვევაში, ამჯერადაც ვერ შეძლო რობოტიზებული კოსტიუმის მთავარი ტექნიკური ამოცანის – მისი ავტონომიურობის გადაწყვეტა.  XOS 2, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ენერგიას განცალკევებული წყაროდან სადენით იღებს. კომპანიის ინჟინრები ამ პრობლემის მოგვარებას რიგით მესამე მოდელისთვის ვარაუდობენ.

ეკზოჩონჩხზე ამერიკელები 1963 წლიდან მუშაობენ. საგულისხმოა, რომ იმ პერიოდში კომპანია General Electric-ის მიერ შექმნილი პირველი ექსპერიმენტული ნიმუში საკმაოდ დიდ ენერგიას მოიხმარდა, 700 კგ-ს იწონიდა და ნაკლებად ეფექტური იყო.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-11)
ნანახია: 782 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz