ესპანური მომავლის ჯარისკაცის ეკიპირება.
ესპანური მომავლის ჯარისკაცის
ეკიპირება.
კომპანია EADS-ის უახლესი
ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამხედრო ეკიპირება, სახელწოდებით ComFut,
განსხვავებულ პირობებში ამა წლის ბოლომდე გამოიცდება და დადებითი შეფასების
შემთხვევაში ესპანელ სამხედროებს 2011 წლის ივნისიდან დაურიგდებათ.
ეკიპირებაში შედის პორტატიული კომპიუტერი, რომლის საშუალებით ჯარისკაცი
რუკაზე თავის ადგლიმდებარეობაზე, ტაქტიკურ ვითარებაზე პოტენციურ
საფრთხეებზე მიიღებს ინფორმაციას. ეკიპირებაში შედის სამიზნეზე
დასამონტაჟებელი ინფრაწითელი კამერაც, რომელიც ჯარისკაცს ჩაფხუტზე
დამონტაჟებულ დისპლეიზე გადასცემს გამოსახულებას და გაუადვილებს ღამით
მოქმედებას. უახლეს ეკიპირებას ასევე ექნება ვენტილაციისა და
თერმორეგულირების სისტემები, რომლებიც ესპანელ ჯარისკაცებს პაპანაქება
სიცხესა თუ დიდ ყინვაშიც თავს კომფორტულად აგრძნობინებს.