მთავარი » სტატიები » Мои статьи

cbj-ms


შვედური თავდაცვის პერსონალური იარაღი ორიგინალური ვაზნებითა და რუსული ჯავშანტრანსპორტიორების გახვრეტის უნარით
ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ახალ შვედურ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ CBJ-MS-ს 50 მ მანძილიდან არანაკლებ 7 მმ სისქის ჯავშნის (სწორედ ამ სისქის ჯავშანი აქვთ გვერდებზე რუსულ MT-ЛБ-ებს) გახვრეტა შეუძლია, ხოლო 230 მ-ზე სტანდარტულ ჯავშანჟილეტს ხვრეტს!
ეს მონაცემები, ერთი მხრივ, დაუჯერებლად მოჩანს, თუმცა ეს რეალობაა, რასაც CBJ-MS-ის ქვეკალიბრის ჯავშანმაგნატი ტყვიები აკეთებენ.

CBJ-MS თავდაცვის პერსონალური იარაღის (PDW) კლასს განეკუთვნება და ძალიან ჰგავს ლეგენდარულ ებრაულ Mini-Uzi-ს, რაც არცაა გასაკვირი, რადგან სწორედ მის ბაზაზეა შექმნილი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში გამოყენებული თავისუფალ საკეტზე აგებული ავტომატიკის პრინციპი. სროლა ღია საკეტიდან ხდება.
ცეცხლის რეჟიმების მართვა ძალზე ორიგინალური ხერხით ხორციელდება, _ გინდა თითო ტყვია გაისროლო? მაშინ სასხლეტს მსუბუქად, ავტომატურ ჯერზე გადასვლისას კი სასხლეტს ბოლომდე დააჭირე. საინტერესო მეთოდია, მაგრამ ამას მიჩვევა უნდა, თანაც ექსტრემალურ სიტუაციაში მსროლელს, ალბათ, გაუჭირდება იმის განსაზღვრა, სასხლეტს მსუბუქად დააჭიროს თუ მაგრად…
შვედური CBJ-MS-ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მაინც მისი ორიგინალური კალიბრისა და კონსტრუქციის ვაზნებია.

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევში გამოყენებულია 6,5X25 მმ კალიბრის ვაზნა.

საერთოდ, თავდაცვის პერსონალურ იარაღში _ PDW-ში სხვადასხვა საიარაღო ფირმა უკვე იყენებს არატრადიციულ კალიბრებს (მაგალითად, ბელგიური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის FN P90-ის ვაზნის კალიბრია 5,7X28 მმ, ხოლო გერმანული "ჰეკლერ კოხის” HK MP7-ში კი 4,6X30 მმ), მაგრამ შვედური პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ვაზნაში ქვეკალიბრის ტყვია დევს, ანუ ტყვიის კალიბრი ნაკლებია ხრახნიანი ლულის კალიბრზე. ქვეკალიბრის ტყვია ვაზნაში პლასტმასის სადგამზეა განთავსებული. თვითონ ტყვიის კალიბრი მხოლოდ 4 მმ-ია და 2 გრამს იწონის. იგი ვოლფრამისგანაა დამზადებული და ჯავშანს კარგად ხვრეტს.

1 – 6.5×25 CBJ, 2 – 6.5×25 CBJ ST, 3 – 6.5×25 CBJ HET, 4 – 6.5×25 CBJ Subsonic AP,
5 – 6.5×25 CBJ TRP, 6 – 6.5×25 CBJ Frangible, 7 – 6.5×25 CBJ Blank, 8 – 6.5×25 CBJ Drill
გასროლისას პლასტმასის სადგამი უზრუნველყოფს, რომ ქვეკალიბრის ტყვიამ 200 მმ სიგრძის ლულა 830 მ/წმ საწყისი სიჩქარით დატოვოს. შედარებისთვის: ტრადიციული "ლუგერის” 9 მმ კალიბრის ტყვიის საწყისი სიჩქარე მხოლოდ 380-450 მ/წმ-ია.

ტყვიას სცილდება პლასტმასის სამაგრი და იგი დიდი საწყისი სიჩქარით აგრძელებს ფრენას.
იარაღის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ამ ქვეკალიბრის ტყვიის სროლის ეფექტიანი მანძილი 300-400 მ-ს შეადგენს. თუკი ეს მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, გამოდის, რომ იგი ორჯერ აღემატება ამ მაჩვენებლით გერმანულ MP5-ს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვოლფრამისგან დამზადებული ტყვია გამოირჩევა მაღალი ჯავშანგამტანობით. თუმცა ტყვიის მცირე მასა _ 2 გრამი ("ლუგერის” 9 მმ-იანი ტყვიის მასა (მოდიფიკაციის მიხედვით) 5,5-9,5 გრამია) არ უზრუნველყოფს იმ მოწინააღმდეგის შეჩერებას, რომელსაც არ აცვია ჯავშანჟილეტი. ასეთი მცირე მასის ტყვიის სხეულზე მოხვედრას (თუ მან არ დააზიანა სასიცოცხლო ორგანოები) მოწინააღმდეგის ჯარისკაცი მაშინვე ვერ ამჩნევს და აგრძელებს ბრძოლას.

ამიტომაც კონსტუქტორებმა CBJ-MS-ისთვის შექმნეს სპეციალური ქვეკალიბრის ტყვიაც, რომლის თავი არასიმეტრიულია და სხეულზე მოხვედრისას ის ციბრუტივით ტრიალს იწყებს და ადამიანის სხეულს ძალზე აზიანებს.
CBJ-MS-ის კიდევ ერთ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოებაც, რომ ქვეკალიბრის ტყვიის გასროლისას წარმოქმნილი უკუდარტყმის იმპულსი თითქმის ორჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩვეულებრივი "უზით” 9 მმ კალიბრს ტყვიის გასროლისას, შესაბამისად, მსროლელი მხარზე ნაკლებ დარტყმას გრძნობს და მიზნის დაზიანების ალბათობა ავტომატური ჯერით სროლისას იზრდება.
6,5X25 მმ ტიპის ვაზნის შემქმნელებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი გაითვალისწინეს. ამ ვაზნის ჰილზა, ფაქტობრივად, 9X19 მმ (პარაბელუმი, ლუგერი) კალიბრის ვაზნის ჰილზის იდენტურია, მხოლოდ წინა მხარეა 6,5 მმ-მდე შმეცირებული.

ეს ტექნიუკრი დეტალი განაპირობებს 6,5X25 მმ ვაზნებისთვის იმავე მჭიდების გამოყენებას, რომლებიც 9X19 მმ კალიბრის ყველა დღემდე ცნობილ პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებში (UZI, MP5, Spectre M4 და სხვა) გამოიყენება. 6,5 მმ-ზე გადასასვლელად სხვა პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს მხოლოდ ლულისა და ზამბარების გამოცვლა დასჭირდება.

ტექნიკურ-ტაქტიკური მახასიათებლები.

კალიბრი 6.5×25 CBJ-MS
წონა 2.8 კგ,მჭიდის გარეშე
სიგრძე(კონდახი გახსნილი/დაკეცილი) 363 / 565 მმ
ლულის სიგრძე 200 მმ
სროლის ტემპი 700 გასროლა წუთში
მჭიდი 20, 30 ან 100 ვაზნა
სროლის ეფექტური მანძილი 400 მეტრი
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-24)
ნანახია: 1097 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz