მთავარი » სტატიები » Мои статьи

C-300-ებს ირანში აღარ ჩაიტანენ
იტანენ C-300-ებს ირანში აღარ ჩაიტანენ კრემლი იძულებული გახდა, შეესრულებინა გაეროს სანქცია ირანის მიმართ - C-300-ებს აღარ მიჰყიდის თეირანს

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით წერტილი დაესვა თვეობით მიმდინარე საერთაშორისო დებატებს იმის შესახებ, მიჰყიდდა თუ არა რუსეთი ირანს  C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს.

2007 წელს მოსკოვმა თეირანთან გააფორმა 800 მლნ დოლარის ღირებულების საიდუმლო შეთანხმება, რომელიც ირანისთვის  C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ხუთი დივიზიონის მიწოდებას ითვალისწინებდა.

ამან ძალზე დააფრთხო აშშ და ისრაელი, რადგან თუკი ირანის საჰაერო სივრცის დასაცავად C-300-ების ხუთი დივიზიონი განთავსდებოდა, მაშინ ებრაელებისა და ამერიკელების დამრტყმელ ავიაციას სრული ფიასკო ელოდა ირანის წინააღმდეგ შესაძლო ომის დაწყების შემთხვევაში.

კრემლის უარმა გააღიზიანა ირანი (თეირანის ქუჩებში გამოჩნდა ტრანსპარანტები "რუსეთი - მტერი!"), მაგრამ შვება მოჰგვარა ისრაელისა და აშშ-ის ხელისუფლებას.

ფაქტობრივად, მოსკოვმა შეასრულა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2010 წლის 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია, რომელიც დამატებით სანქციებს აკისრებდა ირანს და კრძალავდა ამ ქვეყნისათვის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიყიდვას.

ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების ჩინოვნიკები აცხადებდნენ, რომ გაეროს რეზოლუცია მხოლოდ ტანკებს, საბრძოლო ხომალდებს, თვითმფრინავებსა და არტილერიას ეხებოდა და არ კრძალავდა საზენიტო-სარაკეტო შეიარაღების, მათ შორის,  C-300-ების ირანისთვის მიყიდვას.

მოგვიანებით ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ გაერო სხვა იარაღთან ერთად ირანისთვის C-300-ების მიყიდვასაც კრძალავდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის ამასწინანდელმა სტუმრობამ მოსკოვში და ორ ქვეყანას შორის დადებულმა სამხედრო ხელშეკრულებამ, ჩანს, ხელი შეუწყო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.

C-300-ების თემა საქართველოსაც ეხება, რადგან კრემლი აუცილებლად მოსთხოვს ისრაელსა და აშშ-ს საპასუხო დამთმობი ნაბიჯების გადადგმას. ისრაელის შემთხვევაში ეს ისედაც ნათელია - თელ-ავივი საერთოდ შეწყვეტს ჩვენთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას,
თეთრი სახლის ადმინისტრაცია კი კვლავ მოერიდება კრემლის გაღიზიანებას და  გააგრძელებს საქართველოს სიტყვიერ  მხარდაჭერას, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 770 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz