მთავარი » სტატიები » Мои статьи

ბრიტანელებმა ამერიკელებს Humvee-ის შემცვლელი შესთავაზეს.

ბრიტანელებმა ამერიკელებს Humvee-ის შემცვლელი შესთავაზეს.


ბრიტანულმა კომპანია BAE Systems-მა აშშ-ის არმიის გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც არსებული ჯავშანმანქანა Humvee-ის შემცვლელის__ JLTV-ს შექმნას Cემსახურება, ავტომობილის თავისი ვარიანტი წარმოადგინა.
ბრიტანელთა მომავლის ჯავშანმანქანა Valanx-ის პროტოტიპის დემონსტრირება ავსტრალიაში "2010 წლის შეიარაღების სახმელეთო სისტემების გამოფენაზე” შედგა. მისი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ცნობილია, რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჯავშანმანქანის შექმნაზე გამოცხადებულ ტენდერში სამი კომპანია: BAE Systems-ი, General Tactical-ი და Vehicles Lockheed Martin-ი მონაწილეობს. ამერიკელ სამხედროთა მოთხოვნით, ავტომობილი ორი ტიპის (მძიმე და მსუბუქი) ჯავშნით იქნება დაცული, საწვავის მარაგი 480 კმ-ზეა გათვლილი და არანაკლებ 70 კმ/სთ-ში სიჩქარე ინდა განავითაროს.
ამასთან, JLTV-ი გადაადგილების უნარს ძრავას გაგრილების სისტემისა თუ ორი საბურავის დაზიანების შემთხვევაშიც უნდა ინარჩუნებდეს. გათვალისწინებული უნდა იყოს ჯავშანავტომობილის თვითმფრინავით C-130 Hercules-ით და შვეულმფრენებით (CH-47, CH-57 და VH-47) ტრანსპორტირებისა და შემდეგ დესანტირების შესაძლებლობა.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ამერიკელი სამხედროები 50-60 ათას ჯავშანმანქანას შეუკვეთენ. კონტრაქტის ღირებულება კი დაახლოებით 20 მილიარდი დოლარია.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-11)
ნანახია: 749 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz