მთავარი » სტატიები » Мои статьи

ავღანეთში ქართველების დიდი როტაცია იწყება
ის დიდი როტაცია იწყება ავღანეთში ქართველების დიდი როტაცია იწყება ჰილმენდის პროვინციაში დანაკარგგანცდილ 31-ე ბატალიონს იმავე ბრიგადის 33-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს


ავღანეთში ქართველი სამხედროების დიდი გადაადგილება იწყება. ჰილმენდის პროვინციაში ნახევარ წელზე მეტხანს ყოფნის შემდეგ ქართული არმიის მე-3 ქვეითი ბრიგადის (დისლოკაციის ადგილი ქუთაისი) 31-ე ბატალიონი სახლში ბრუნდება.

11-წლიანი საერთაშორისო სამხედრო მისიების ისტორიაში, რომელიც საქართველომ 1999 წელს კოსოვოში ერთი ოცეულის გაგზავნით დაიწყო, 31-ე ბატალიონმა, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა - ხუთი დაღუპული და ათამდე დაჭრილი.

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ჰილმენდის პროვინციაში (რომელიც დღეს დედამიწაზე შეიძლება ყველაზე ცხელი წერტილი იყოს) ნახევარ წელზე მეტხანს ანტიპარტიზანულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა უთუოდ გადაღლიდა ბატალიონის პირად შემადგენლობას, თუმცა დაღუპული ბიჭები ბევრად უფრო დიდი ტკივილია...

სახლში დასაბრუნებლად გამზადებულ 31-ე ბატალიონს იმავე ბრიგადის 33-ე ბატალიონი ჩაანაცვლებს, რომელმაც კრწანისის სასწავლო ცენტრში უკვე დაასრულა ექვსთვიანი მომზადება და გერმანიაშიც გაიარა გადამზადების სპეციალური კურსი.

კრწანისის სასწავლო ცენტრში ამჟამად მომზადებას ისევ მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი გადის, რომელიც, სავარაუდოდ, 2011 წლის აპრილ-მაისისთვის როტაციის პრინციპით 33-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს ჰილმენდის პროვინციაში.

საერთოდ, როტაცია ყოველთვის რთული და საშიშროებებთან დაკავშირებული პროცესია. ჯერ ერთი, მოქმედების ადგილზე ჩასულ სამხედროებს ორი-სამი კვირა მაინც სჭირდებათ სიტუაციაში გარკვევისა და აკლიმატიზაციისათვის. ასეთ დროს მათი საბრძოლო ოპერაციებში ჩართვა სწორი არ არის.
როტაციის შედეგად სამშობლოში დაბრუნებულებს ასევე სჭირდებათ აკლიმატიზაცია და დასვენება.

გამოდის, რომ როტაციიდან კიდევ ორი-სამი კვირის განმავლობაში არც ერთი და არც მეორე ბატალიონი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არ იქნება.
შეიძლება ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ავღანეთში მოქმედი ISAF-ის თითქმის 100-ათასიანი სამხედრო კონტინგენტისათვის, მაგრამ ანგარიშგასაწევია ქართული არმიისთვის, რადგან როტაციის მომენტში მისი ორი ბატალიონი ( დაახლოებით 1500 კაცი)

ბრძოლისუუნაროა (ერთი ბატალიონი ორი ათასი კმ-ის მოშორებით იმყოფება საქართველოდან, მეორე სამშობლოში ბრუნდება და მის პირად შემადგენლობას დასვენება სჭირდება), რაც მთლიანად სახმელეთო ჯარების თითქმის 10%-ია (ქაბულთან მყოფი 172-კაციანი ასეულის გათვალისწინებით).
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 740 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz