მთავარი » სტატიები » Мои статьи

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ამერიკის საზღვაო ქვეითების კორპუსის სარდალმა მოინახულა

ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე ალიკა გითოლენდია ამერიკის საზღვაო ქვეითების კორპუსის მოქმედმა სარდალმა, გენერალმა ჯეიმს ამოსმა და საზღვაო ქვეითების მთავარმა სერჟანტმა კარლტონ კენტმა მოინახულეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

შეგახსენებთ, რომ 31-ე ბატალიონის კაპრალი სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა; ის მკურნალობას გერმანიის ქალაქ ლანდშტულში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. კაპრალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალიკა გითოლენდია 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

31-ე ბატალიონი, რომელიც ავღანეთში 749 ჯარისკაცის შემადგენლობით იმყოფებოდა, მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონმა ეტაპობრივად ჩაანაცვლა. როტაცია ერთი თვის წინ დასრულდა.

კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-17)
ნანახია: 809 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz