მთავარი » სტატიები » Мои статьи

ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ზაფხულში დაიწყება
მოყვანა ზაფხულში დაიწყება ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა ზაფხულში დაიწყება პრეზიდენტი ობამა ავღანური მისიის დასრულებას ოთხ წელიწადში გეგმავს

2011 წლის ივლისიდან აშშ ავღანეთიდან საბრძოლო დანაყოფების გამოყვანას დაიწყებს - აცხადებს თავის ნაწილობრივ გასაიდუმლოებულ მოხსენებაში აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა.

ავღანეთში ვაშინგტონმა სპეცდანიშნულების დანაყოფები ჯერ კიდევ 2001 წლის ბოლოს გადაისროლა, თითქმის მაშინვე, რაც 11 სექტემბრის ტრაგედია დატრიალდა.
მას შემდეგ 9 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ სერიოზულ გამარჯვებაზე ჯერ ლაპარაკიც არ შეიძლება, არადა, დღეისათვის ავღანეთში 150 ათასამდე უცხო ქვეყნის სამხედრო იმყოფება, მათ შორის 95 ათასი პენტაგონის გაგზავნილია.

თავის მოხსენებაში აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, პროგრესი მაინც შეიმჩნევა, განსაკუთრებით - ავღანეთის სამხრეთში, ყანდაარისა და ჰილმენდის პროვინციებში, სადაც ტრადიციულად ყოველთვის ძლიერი იყო "თალიბანის" გავლენა.

პრეზიდენტ ობამას აზრით, "ალ-ქაიდას" ხელმძღვანელობა ძველებურად კომფორტულად ვეღარ გრძნობს თავს და იძულებულია, ავღანეთის საზღვრის სიახლოვეს, პაკისტანის ტერიტორიაზე დაიმალოს.

აშშ-ის დღევანდელ ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს, საბრძოლო დანაყოფების ავღანეთიდან გამოყვანა 2011 წლის ზაფხულში დაიწყოს და 2014 წლამდე დაასრულოს, თუმცა თეთრი სახლი ავღანეთის დღევანდელი ხელისუფლების მიტოვებას არ აპირებს -  მარტო 2010 წელს 11,6 მლრდ დოლარი დაიხარჯა ავღანელი სამხედროებისა და პოლიციელების მოსამზადებლად. დაგეგმილია, რომ 2011 წლის 31 ოქტომბრისთვის ავღანეთის არმიის რაოდენობა 171,6 ათასს, ხოლო პოლიციელებისა - 134 ათასს მიაღწევს.

ეს ოფიციალურ ვაშინგტონში აქვთ დაგეგმილი, მაგრამ უახლესი ისტორია გვასწავლის, რომ ავღანეთთან დაკავშირებული ასეთი მრავალწლიანი გეგმები, როგორც წესი, ვერ სრულდება.

გავიხსენოთ ავღანეთში 1979 წლის ბოლოს შეჭრილი საბჭოთა არმია, რომლის რაოდენობამ 10 წლის შემდეგ 100 ათასს გადააჭარბა. 1989 წლის დასაწყისში მოსკოვი იძულებული გახდა, ავღანეთი დაეტოვებინა. საბჭოთა პოლიტიკოსებმა და სამხედროებმაც დატოვეს მომზადებული ავღანური მილიცია და არმია, მაგრამ ორიოდ წელში დაემხო მოსკოვის მხარდაჭერილი რეჟიმი ქაბულში და მთელი შეიარაღება, რაც საბჭოთა არმიამ ავღანელებს დაუტოვა, სწორედ "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" ხელში აღმოჩნდა.

წინასწარ განსაზღვრა ძნელია,  მაგრამ შეიძლება ისტორია გამეორდეს - ავღანეთიდან გამოსული ამერიკელები ეცდებიან, შეინარჩუნონ პრეზიდენტ ყარზაის რეჟიმი, მაგრამ რამდენი ათეული მლრდ დოლარიც უნდა ჩაყაროს თეთრმა სახლმა ავღანეთში, ეს რეჟიმი ადრე თუ გვიან მაინც დაემხობა.

იმედია, ქართული სამხედრო მისია ბოლო ამერიკელის გამოსვლამდე დატოვებს ავღანეთს და დაბრუნდება საქართველოში, რომელსაც თავადაც უამრავი პრობლემა აწუხებს..
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 722 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz