მთავარი » სტატიები » Мои статьи

5 დაღუპული, 12 დაჭრილი
5 დაღუპული, 12 დაჭრილი სანამ აშშ-ის პირველმა ლედიმ გერმანულ ჰოსპიტალში არ მოინახულა დაჭრილი ქართველი სამხედროები, მანამდე თავდაცვის სამინისტრომ არ გაამხილა ავღანეთში დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა...


საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ავღანეთიდან  სამშობლოში დაბრუნდა. ის 32-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ ჩაანაცვლა.

ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილში - ჰილმენდის პროვინციაში ნახევარ წელზე მეტი ხნით ყოფნისას 31-ე ბატალიონმა, სამწუხაროდ, ხუთი სამხედრო, მათ შორის - ორი ოფიცერი დაკარგა.

თუმცა აქამდე უცნობი იყო ავღანეთში დაჭრილთა ზუსტი რაოდენობა. თავდაცვის სამინისტროს 5 სექტემბრის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ჰილმენდის პროვინციაში ოპერაციის დროს დაღუპული 31-ე ბატალიონის ასმეთაურის, უფროს ლეიტენანტ მუხრან შუკვანის გარდა თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და დაიჭრა ამავე ბატალიონის კაპრალი ალიკა გითოლენდია.

თავდაცვის უწყებას სხვა დაჭრილები არ უხსენებია, მაგრამ ინფორმაცია ავღანეთში დაჭრილ ქართველ სამხედროებზე არაოფიციალური წყაროებით მაინც აღწევდა საქართველომდე.

ჩვენ "კვირის პალიტრისა" და "არსენალის" ფურცლებიდან ვთხოვეთ მთავარ სამხედრო უწყებას, არ დაემალა ზუსტი მონაცემები, რათა საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაშავებული სამხედროების ვაჟკაცობის ამბავი სცოდნოდა საზოგადოებას.

პასუხი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ ჩანდა, თუმცა უკვე არსებობდა უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავღანეთში დაჭრილთა საერთო რიცხვმა ათს გადააჭარბა და რამდენიმე მათგანი მძიმე ჭრილობებს გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ჰოსპიტალში იშუშებდა.

მხოლოდ 22 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც 31-ე ბატალიონი სამშობლოში დაბრუნდა და რაც მთავარია, აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროები მოინახულა, თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად აღიარა, რომ ავღანეთში მისიის შესრულების დროს 31-ე ბატალიონის 5 სამხედრო დაიღუპა, ხოლო 12 დაიჭრა და დაშავდა.

11 ქართველი სამხედროს  დაჭრის ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში იჩქმალებოდა, რაც ნამდვილად არ არის გამართლებული; დაჭრილებს არანაკლები ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებათ.

პ. ს. ჩვენთვის ცნობილი გახდა ზოგიერთი დეტალი ტრაგედიისა, რომელიც 30 სექტემბერს ჰილმენდის პროვინციაში დატრიალდა და რასაც სამწუხაროდ, ოთხი ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

ქვეითი პატრულირების დროს ქართველი სამხედროების ჯგუფის მიმართულებით, რომელშიც პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე და კაპრალები გიორგი კოლხიტაშვილი და ნუგზარ კალანდაძე შედიოდნენ, გასროლის ხმა გაისმა. სამხედროებმა ინსტინქტურად მარცხნივ პატარა მიწაყრილს შეაფარეს თავი, რომლის ძირზე დიქტის ნაჭერი ეგდო. მასზე ფეხის დაბიჯებისთანავე მოხდა აფეთქება, რამაც, სამწუხაროდ, ოთხივე ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა.

როგორც შემდეგ გაირკვა, თალიბებმა სამხედრო ეშმაკობას მიმართეს და წინასწარ მოაწყვეს ეს "ჯოჯოხეთური ხაფანგი". მიწაყრილის ძირში დაგდებულ დიქტის ორ ნაჭერს შუა დატანებული ელექტროსადენები იქვე მიმალულ პლასტმასის კანისტრაში მოთავსებულ ამონიუმის გვარჯილაში ჩადებულ ამფეთქზე იყო მიერთებული. ზედა დიქტზე ფეხის დაბიჯებისთანავე ელექტროსადენები ერთმანეთს მიედო, შეიკრა ელექტროწრედი, რამაც ამფეთქი აამოქმედა, ამფეთქის ამოქმედებამ კი ამონიუმის გვარჯილით (და სხვა დამატებითი კომპონენტებით, მათ შორის რკინის ბურთებით) სავსე პლასტმასის კანისტრა ააფეთქა...

უდავოა, ქვეითი პატრულის მიმართულებით ერთადერთხელ სწორედ იმიტომ გაისროლეს, რომ იცოდნენ, ისინი ინსტინქტურად თავს სწორედ იმ მიწაყრილს შეაფარებდნენ, სადაც წინასწარ გამზადებული "ჯოჯოხეთური ხაფანგი" იყო დაგებული.

ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ავღანეთში თალიბებისა და "ალ-ქაიდას" სახით სერიოზული მოწინააღმდეგე მოქმედებს, რომლისთვისაც უცხო არ არის სამხედრო ხრიკების გამოყენება და არაორდინარული მოქმედება; ეს ჩვენი ბიჭებისგან უფრო მეტ სიფრთხილესა და დაკვირვებას მოითხოვს, რათა თითოეული მათგანი თავის დროზე უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახსა და სამშობლოს.
კატეგორია: Мои статьи | დაამატა: misho1997 (2011-01-14)
ნანახია: 795 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
Мои статьи [116]
see video
ჩვენი გამოკითხვა
romeli girchevniat
სულ პასუხი: 28
სტატისტიკა
შესვლის ფორმა
ვალუტა
ძებნა
vidoe
Rip by 4yIIuk от n1cegame.3dn.ru © 2010
Free web hosting - uCoz